Accentnews.ge
"მტკიცებულება იმისა, რომ პუტინი მთელ თავის ძალებს გაიყვანს კიევიდან ჯერ–ჯერობით არ არსებობს"

"მტკიცებულება იმისა, რომ პუტინი მთელ თავის ძალებს გაიყვანს კიევიდან ჯერ–ჯერობით არ არსებობს"

31/03/2022 19:10:15 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, იგი "სკეპტიკურადაა განწყობილი" რუსეთის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ გაიყვანს ძალებს კიევიდან. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ პუტინი მთელ თავის ძალებს გაიყვანს კიევიდან, ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ამასთან, არსებობს მტკიცებულება, რომ იგი აძლიერებს თავის ჯარებს დონბასის რაიონში",– განაცხადა ბაიდენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S