აშშ სტრატეგიული მარაგიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობს გასაყიდად გამოიტანს
31/03/2022 18:58:11 მსოფლიო
აშშ სტრატეგიული მარაგიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობს გასაყიდად გამოიტანს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ყოველდღიურად ბაზარზე ერთ მილიონ ბარელ ამერიკულ ნავთობს გაიტანენ და ეს ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ამასთან, მან ამერიკულ კომპანიებს ნავთობის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა.
როგორც მან აღნიშნა, თეთრ სახლში ეს გადაწყვეტილება მიიღებს ევროპელ მოკავშირეებთან შეთანხმებით და სხვა ქვეყნებიც გამოიტანენ ბაზარზე ნავთობს მარაგებიდან.


