Accentnews.ge
რუსეთმა ევროკავშირს სანქციები დაუწესა

რუსეთმა ევროკავშირს სანქციები დაუწესა

31/03/2022 16:33:28 მსოფლიო

რუსეთი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ დღეს ოფიციალური მოსკოვის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაშია აღნიშნული.

“ევროკავშირის ცალმხრივი მასირებული სანქციების საპასუხოდ, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი პრინციპების საფუძველზე რუსული მხარე მნიშვნელოვნად აფართოებს ევროსტრუქტურებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების სიას, რომლის ფიგურანტებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ” – ნათქვამია განცხადებაში.

შეზღუდვები შეეხო ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობას, მათ შორის - ევროკომისრებსა და ორგანიზაციის სამხედრო სტრუქტურების ხელმძვანელებს, ასევე ევრპარლამენტის დეპუტატების უმრავლესობას, რომლებიც, მოსკოვის შეფასებით, “ანტირუსულ პოლიტიკას ატარებენ”.

მოსკოვის საპასუხო “შავ სიაში” მოხვდნენ ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რიგი მაღალჩინოსნები, მინისტრებისა და პარლამენტარების ჩათვლით, ასევე საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები, რომლებსაც, ოფიციალური მოსკოვის შეფასებით, “პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ უკანონო ანტირუსული სანქციების ლობირებაზე, რუსოფობიის გაღვივებაზე, რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების შელახვაზე”.

ოფიციალური მოსკოვის შესაბამისი ვერბალური ნოტა მოსკოვში ევროკავშირის წარმომადგენლობას გადაეცა.

“ვადასტურებთ, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან ნებისმიერ მტრულ აქციას მომავალშიც უცილობლად მოჰყვება ხისტი პასუხები” – აცხადებს სერგეი ლავროვის უწყება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S