ბრიტანეთი უარს აცხადებს, რუსული ბუნებრივი აირის საფასური რუბლში გადაიხადოს
31/03/2022 15:15:11 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი უარს აცხადებს, რუსული ბუნებრივი აირის საფასური რუბლში გადაიხადოს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის პრეს–სპიკერმა გააკეთა.
"ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ", – განაცხადა მან.
მანამდე, მსგავსი განცხადება გერმანიამ და საფრანგეთმც გააკეთეს.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, 1 აპრილიდან "არამეგობარმა ქვეყნებმა" რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ.
"ხვალიდან "არამეგობარმა ქვეყნებმა" რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტები შეწყდება", – განაცხადა პუტინმა.


