Accentnews.ge
გერმანია და საფრანგეთი პუტინს პასუხობენ

გერმანია და საფრანგეთი პუტინს პასუხობენ

31/03/2022 14:05:45 მსოფლიო

გერმანია და საფრანგეთი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოთხოვნას რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდის თაობაზე "შანტაჟს" უწოდებენ.

ბერლინი და პარიზი უარს აცხადებენ, მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური რუბლში გადაიხადონ.

როგორც გერმანიისა და საფრანგეთის ხელისუფლებაში აღნიშნავენ პუტინის გადაწყვეტილება მხარეებს შორის უკვე გაფორმებული კონტრაქტების პირობების დარღვევაა.

"გერმანია მზად არის ყველა სცენარისთვის, მათ შორის – რუსული გაზის ნაკადების შეჩერებისთვის", – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.

მოგვიანებით, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოთხოვნაზე საფრანგეთი უარს აცხადებს.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, 1 აპრილიდან "არამეგობარმა ქვეყნებმა" რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ.

"ხვალიდან "არამეგობარმა ქვეყნებმა" რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტები შეწყდება", – განაცხადა პუტინმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S