Accentnews.ge
ასლან ბჟანია: აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში არ შევა

ასლან ბჟანია: აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში არ შევა

31/03/2022 13:03:52 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია ადასტურებს დე ფაქტო ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების მიერ 30 მარტს დაფიქსირებულ პოზიციას იმის შესახებ, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს.

«ჩვენ მივესალმებით სამხრეთ ოსეთის მოძმე ხალხის სწრაფვას, რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდეს. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი სრულად პასუხობს სამხრეთ ოსების ინტერესებს. რაც შეეხება სუვერენულ დამოუკიდებელ აფხაზეთს, ჩვენ ვაშენებთ და კვლავაც გავაგრძელებთ მოძმე რუსეთთან ურთიერთობების შენებას მკაცრ შესაბამისობაში 2014 წლის 24 ნოემბრის შეთანხმებასთან, რომელშიც შემდეგი დებულებებია გამყარებული:

1) კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის წარმოება;

2) თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის ჩამოყალიბება;

3) ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირება;

4) აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;

5) პირობების შექმნა რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე საინტეგრაციო პროცესებში აფხაზეთის სრულმასშტაბიანი ჩართვისათვის», – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S