უკრაინაში რუსული ძალების გადაადგილებას ნატო შეტევითი მოქმედებებისთვის მზადებას უკავშირებს
31/03/2022 12:17:35 მსოფლიო
უკრაინაში რუსული ძალების გადაადგილებას ნატო შეტევითი მოქმედებებისთვის მზადებას უკავშირებს. ამის შესახენ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"რუსული ძალები უკრაინიდან არ გადიან, ისინი ცდილობენ გადაჯგუფებას", – აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ "ნატო რუსეთის მხრიდან დამატებით შეტევით მოქმედებებს მოელის".
”რუსეთი ცდილობს გააძლიეროს შეტევა დონბასის რეგიონში, აღმოსავლეთ უკრაინაში, ასევე მოსკოვი აგრძელებს ზეწოლას კიევსა და სხვა ქალაქებზე" – დასძინა სტოლტენბერგმა.


