საქსტატი – ბოლო 1 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა 14,6%-ით გაიზარდა
31/03/2022 11:12:37 ეკონომიკა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 14,6 პროცენტი იყო.
2022 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება და სამთომოპოვებითი მრეწველობა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელში ანუ 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასები 13,7 პროცენტით არის გაზრდილი. ეს მონაცემებიც საქსტატის ოფიციალური ინფორმაციაა.


