“ბიბილოვის გუშინდელი განცხადების შემდეგ განგაშის ხმა უნდა ისმოდეს, პოზიციიდანაც, ოპოზიციიდანაც,საზოგადოებიდანაც, სად არის ეს ხმა?"
31/03/2022 11:07:57 მსოფლიო
“დღეს 31 მარტია, დღე როდესაც აფხაზებმა და ოსებმა, ჩვენთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. გუშინ გვიან საღამოს კი რა მივიღეთ ? მორიგი დიდი დარტყმა, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე და დამოუკიდებლობაზე. შეიძლება არა ნაკლები, ვიდრე ეს 2008 წელს იყო."- აცხადებს ,,ერთიანი საქსრთველოს" ერთერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე.
მისი თქმით, "ცხინვალის ხელისუფლების განცხადების შემდეგ, მათი მხარდამჭერების სამანქანო კოლონები გვიან ღამემდე დადიოდნენ ცხინვალში და მსვლელობით ზეიმობდნენ მათსავე გადაწყვეტილებას, ჩაატარონ რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ. თბილისიდან კი დუმილი ან რამდენიმე განცხადება თუ მოსჩანს".
,,ახლა, პოზიციაც და ოპოზიციაც, პირველ რიგში საზოგადოება, განგაშით უნდა ვიყოთ დაკავებულნი ქვეყნის შიგნით და რათქმაუნდა ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან. ნუთუ არ შეგვიძლია, გავერთიანდეთ ყველანი, განურჩევლად პარტიულობისა და პოლიტიკური პოზიციებისა და დიდი პროტესტი დავანახოთ მტერსაც და მოყვარესაც, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და ჩვენს დევნილებს, რომ საქართველო ამ ყველაფერს არასოდეს არ შეეგუება. თუკი ცხინვალის რეჟიმის მხარდამჭერები ატარებენ აქციას აღფრთოვანებით გუშინდელის შემდეგ, რატომ არ შეგვიძლია მთელი საქართველო გამოვიდეთ ქუჩაში და მშვიდობიანად, ყველამ ერთად დავანახოთ მთელს მსოფლიოს რომ ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება? ხელისუფლების იმედი გასაგებია არავის გვაქვს, მაგრამ ყველამ ჩვენი წილი თუ არ გავაკეთეთ ახლა, მომავალ თაობებს ვერავინ აუხსნის - მაშინ ხელისუფლება არ გვივარგოდაო!"- აცხადებს ანზორ ბიწაძე.


