აშშ სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის რეკორდული რაოდენობის გამოტანას გეგმავს
31/03/2022 08:37:21 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის რეკორდული რაოდენობის გამოტანას გეგმავს, - იუწყება Reuters.
მისი ცნობით, გეგმა გულისხმობს სტრატეგიული ნავთობის რეზერვიდან დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელის გამოშვებას უახლოეს თვეებში.
მიმდინარე თვის დასაწყისში ბაიდენმა ნავთობის რეზერვებიდან მარაგების კოორდინირებული გამოტანის შესახებ გამოაცხადა. აშშ-მა ასევე გამოიყენა, დაახლოებით, 60 მილიონი ბარელი რეზერვებიდან ნოემბერში, რაც იმ დროს რეზერვებიდან გამოტანილი ნავთობის ყველაზე დიდი რაოდენობა იყო.
ამერიკული მედიის ცნობით, 600 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის მარაგს, რომელიც ინახება მიწისქვეშა მარილის გამოქვაბულებში ლუიზიანასა და ტეხასში, მხოლოდ შეზღუდული გავლენა შეიძლება, ჰქონდეს გაზის ფასებზე, თუმცა აღნიშნულის განხორციელება იქნება პოლიტიკური ნიშანი, რომ ბაიდენი აგრძელებს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას.


