Accentnews.ge
მედია – უკრაინაში რუსული საფრთხის შესახებ მცდარი ანალიზის გამო საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მედია – უკრაინაში რუსული საფრთხის შესახებ მცდარი ანალიზის გამო საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

31/03/2022 08:28:17 მსოფლიო

უკრაინაში რუსული საფრთხის შესახებ მცდარი ანალიზის გამო საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის უფროსი ერიკ ვიდო თანამდებობიდან გაათავისუფლეს, – იუწყება ფრანგული მედია.

მისი ცნობით, ვიდო არ უშვებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლებლობას.

"საფრანგეთის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელის, ტიერი ბუღკარდის განცხადებით, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა მას შემდეგ, როდესაც საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებმა, მათ შორის ერიკ ვიდომ, გააცნობიერეს, რომ მათ მცდარი ანალიზი გააკეთეს უკრაინაში რუსული საფრთხის შესახებ", – იუწყება ფრანგული მედია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S