ლავროვმა "თალიბანის" მთავრობის პირველ დიპლომატს რუსეთში აკრედიტაცია მისცა
31/03/2022 08:08:45 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "თალიბანის" მთავრობის პირველ დიპლომატს რუსეთში აკრედიტაცია მისცა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩინეთში განაცხადა, სადაც ავღანეთის მეზობელი ქვეყნების ფორმატში სესია მიმდინარეობდა.
"გასულ თვეში მოსკოვში ჩამოსულმა პირველმა ავღანელმა დიპლომატმა, რომელიც ახალმა მთავრობამ გამოაგზავნა, ჩვენს სამინისტროში აკრედიტაცია მიიღო", -აღნიშნა ლავროვმა.
"თალიბანმა" ავღანეთზე კონტროლი გასული წლის 15 აგვისტოს დაამყარა.


