ბრიტანული დაზვერვა: "რუსმა ჯარისკაცებმა შემთხვევით თავიანთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს"
31/03/2022 07:41:22 მსოფლიო
ბრიტანული კიბერ-დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა შემთხვევით თავიანთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ამასთან, მისი თქმით, რუსი სამხედროები პერიოდულად უარს აცხადებენ ბრძანებების შესრულებაზე.
"ცხადია, რომ ვლადიმირ პუტინმა მნიშვნელოვნად არასწორად შეაფასა ვითარება უკრაინაში და ზედმეტად დადებითად შეაფასა რუსული ჯარის შესაძლებლობები. ჩვენ ვნახეთ რუსი ჯარისკაცები, რომლებსაც აქვთ იარაღის და ენთუზიაზმის ნაკლებობა. უარს ამბობენ ბრძანებების შესრულებაზე, მიზანმიმართულად აზიანებენ საკუთარ აღჭურვილობას და შემთხვევით თავიანთი თვითმფრინავიც ჩამოაგდეს". - განაცხადა ფლემინგმა ავსტრალიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს.
მისი თქმით, რუსეთი მუდმივად ცდილობს უკრაინაზე კიბერ–შეტევებს.
"და ჩვენ უდავოდ ვნახეთ ინდიკატორები, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის კიბერ-აქტორები სამიზნეებს ეძებენ იმ ქვეყნებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეწინააღმდეგებიან".


