Accentnews.ge
უკრაინამ მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია

უკრაინამ მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია

31/03/2022 07:27:52 მსოფლიო

უკრაინამ მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრ ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, უკრაინის მთავრობამ მარიუპოლში 45 ავტობუსი ავტობუსი გაგზავნა.

მისი განცხადებით, წუხელ უკრაინის მთავრობამ მიიღო შეტყობინება წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებისგან, რომლის თანახმადაც „რუსეთის ფედერაცია ადასტურებს მზაობას, გზა გაუხსნას ჰუმანიტარულ კოლონას მარიუპოლის მიმართულებით“.

"45-დან 28 ავტობუსი ელოდება ნებართვას, რათა გაიაროს რუსული ბლოკპოსტი ქალაქ ვასილიევკასთან, რათა მარიუპოლში ჩავიდეს, ხოლო 17 ავტობუსი უკვე გამოვიდა ქალაქ ზაპოროჟიედან. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა ავტობუსები დღესვე ჩავიდნენ მარიუპოლში და წამოიყვანონ ადამიანები, რომლებმაც ამ დრომდე ვერ მოახერხეს ქალაქის დატოვება“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

ამასთან, მისი თქმით, არსებობს შეთანხმება კიდევ ორ ჰუმანიტარულ კორიდორზე. ამ შეთანხმებების ფარგლებში, მოქალაქეები უნდა გამოიყვანონ მელიტოპოლიდან და ქალაქ ენერგოდარიდან (ზაპოროჟიეს ოლქში).

მარიუპოლი მტრის ალყაშია და რუსეთის შეიარაღებული ძალები მას სისტემატურად ბომბავენ.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს.

25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს. რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S