ზელენსკი – ავსტრალიელ პარლამენტარებს: "ვერავინ იტყვის, რომ მსოფლიოს რომელიმე ნაწილი დაცულია ბირთვული საფრთხისგან"
31/03/2022 07:03:17 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ წუთებში ავსტრალიის პარლამენტს მიმართავს. ავსტრალიელი კანონმდებლები უკრაინის პრეზიდენტს ტაშით შეხვდნენ.
ზელენკიმ ავსტრალიელი დეპუტატები ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე გააფრთხილა:
"ვერავინ იტყვის, რომ მსოფლიოს რომელიმე ნაწილი დაცულია რადიოაქტიური დაბინძურებისგან, რომელიც მოხდება ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში… ქვეყანამ, რომელიც იყენებს ბირთვულ შანტაჟს, უნდა მიიღოს სანქციები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ასეთი შანტაჟი დამღუპველია".
მისი თქმით, ახლა უკრაინაში გლობალური უსაფრთხოების ბედი წყდება:
"თუ ჩვენ არ შევაჩერებთ რუსეთს ახლა, მაშინ მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მოუთმენლად ელოდა მსგავს ომს მეზობლების წინააღმდეგ, გადაწყვეტს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია მათთვისაც. [...] მსოფლიოში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ქვეყანას დაიწყოს ომი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ და ღიად გამოაცხადებინოს, მეზობელი ქვეყნის დამონებისა და განადგურების სურვილი. მას სურს, სახელიც კი არ დატოვოს მეზობელი ქვეყნის, რომ არავითარი შესაძლებლობა ჰქონდეს ამ ერს თავისუფლად იცხოვროს".


