Accentnews.ge
ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებით სტრატეგიული დიალოგი დაიწყეს

ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებით სტრატეგიული დიალოგი დაიწყეს

31/03/2022 06:17:41 მსოფლიო

ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებით სტრატეგიული დიალოგი დაიწყეს.

მხარეებმა პირველი "აშშ-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგი რუსეთის შესახებ" ვაშინგტონში გამართეს.

"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აშშ-ისა და ევროკავშირის სტრატეგიულ მიზნებსა და პოლიტიკის კოორდინაციაზე, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიული ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ", - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ პრეს-რელიზში.

მხარეები მიესალმნენ, რომ მზარდია იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც რუსეთს სანქციებს უწესებს. მათ „ხაზი გაუსვეს ვალდებულებას, რომ შემდგომაც გააფართოონ ეს კოალიცია და გააძლიერონ აღსრულების მექანიზმები" სანქციების მიმართულებით.

საუბარი შეეხო ასევე, რუსულ ენერგომატარებლებზე ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირების თემას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2022 წლის ბოლოს გაიმართება რუსეთის შესახებ დიალოგის ფარგლებში შემდეგი მაღალი დონის შეხვედრა.

უკრაინაში შეირაღებული შეჭრის გამო მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთს სხვადასხვა სახის ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დაუწესა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S