Accentnews.ge
"თუ ვინმეს დასავლეთში ჰგონია, რომ სიტუაცია მშვიდდება, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს"

"თუ ვინმეს დასავლეთში ჰგონია, რომ სიტუაცია მშვიდდება, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს"

31/03/2022 06:10:11 მსოფლიო

ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ არ სჯერა მოსკოვის დაპირების, რომ კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ძალებს გაიყვანს.

მისი თქმით, რუსეთის დაპირების ნდობა არ შეიძლება.

"რუსეთისთვის მოლაპარაკებებს არაფერი აქვს საერთო შეთანხმების მიღწევის პროცესთან. მას სჭირდება დროის დაზოგვა, აღდგენა და სამხედრო შანტაჟისთვის ახალი მგრძნობიარე ადგილების მოძიება. არავითარი სიტყვის ან დაპირების ნდობა არ შეიძლება. თუ ვინმეს დასავლეთში ჰგონია, რომ სიტუაცია მშვიდდება, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს", – განაცხადა ლინკევიჩუსმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". ომის დასრულების წინაპირობად რუსეთი უკრაინის ნეიტალიტეტს ისევ ასახელებს. ნატო–ს ქოლგის მსჯავსი უსაფრთოების გარანტიების მიღების სანაცვლოდ, უკრაინის ხელისუფლება მზადაა, ეს საკითხი სახალხო რეფერენდუმზე გაიტანოს.რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S