Accentnews.ge
ზელენსკი – რუსეთთან მოლაპარაკებაზე: "ჩვენ არავისი გვჯერა, არც ერთი ლამაზი სიტყვის"

ზელენსკი – რუსეთთან მოლაპარაკებაზე: "ჩვენ არავისი გვჯერა, არც ერთი ლამაზი სიტყვის"

31/03/2022 06:01:43 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე მოლაპარაკებას გამოეხმაურა.

„არის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სიტყვებია. ჯერჯერობით არანაირი კონკრეტიკა. ითქვა კიევიდან და ჩერნიგოვოდან ჯარის გაყვანის შესახებ. ჩვენ ვიცით რომ ეს არ არის გაყვანა, არამედ ჩვენი მებრძოლების მიერ ოკუპანტების განდევნის შედეგი. ამავდროულად მტერი დონბასზე ახალი შეტევისთვის ჯარებს აგროვებს. მაგრამ ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ჩვენ არავისი გვჯერა. არცერთი ლამაზი სიტყვის. და ჩვენ არაფერს დავთმობთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის: 29 მარტს სტამბოლში მოლაპარაკებისას უკრაინამ რუსეთს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებები წარუდგინა. კიევის პოზიციაა, რომ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. უკრაინა გარანტად მოიაზრებს დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, თურქეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს.

საომარი მოქმედებების პარალელურად, კიევმა და მოსკოვმა მოლაპარაკებები 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ ის ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს. უკრაინისადმი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის ნეიტრალიტეტია.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". ომის დასრულების წინაპირობად რუსეთი უკრაინის ნეიტალიტეტს ისევ ასახელებს. ნატო–ს ქოლგის მსჯავსი უსაფრთოების გარანტიების მიღების სანაცვლოდ, უკრაინის ხელისუფლება მზადაა, ეს საკითხი სახალხო რეფერენდუმზე გაიტანოს.რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S