უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 1 აპრილს განახლდება
31/03/2022 05:42:05 მსოფლიო
რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის, უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი 1 აპრილს განახლდება და ონლაინ ფორმატში წარიმართება.
არახამია იმედოვნებს, რომ ერთ კვირაში შესაძლებელი გახდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ორგანიზება.
„თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ ახლა საჭიროა ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრა. რუსეთის დელეგაციის პასუხი იყო, რომ, პირველ რიგში, საჭიროა უფრო შეთანხმებული ხელშეკრულების პროექტი“,- განაცხადა არახამიამ და დასძინა, რომ მოლაპარაკების პროცესის მონაწილეები დაამუშავებენ პროექტს იმ დონეზე არც მათ კომპეტენციაშია „იმედი ვიქონიოთ, რომ მერე ქვეყნების პრეზიდენტები შეხვდებიან. ამავდროულად, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ასეთი შეხვედრა არ შედგეს რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე,“- აღნიშნა დავით არახამიამ.
რაც შეეხება უკრაინიას ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით შესაძლო რეფერენდუმის საკითხს, არახამიას თქმით ეს უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწვიტოს და ის ხანმოკლე პროცესი არ იქნება.
„უკრაინას ნეიტრალიტეტის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას, შესაძლოა, მინიმუმ ერთი წელი დასჭირდეს",- დავით არახამის განმარტებით, ნეიტრალიტეტის გამოცხადებას სამი მილიონი მოქალაქის ხელმოწერა დასჭირდება.
„ეს არის დიდი პროცედურა, რომელიც არ შეიძლება განხორციელდეს მშვიდობიანი ტერიტორიის გარეთ“,- ამბობს დავით არახამია.
ცნობისთვის: 29 მარტს სტამბოლში მოლაპარაკებისას უკრაინამ რუსეთს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებები წარუდგინა. კიევის პოზიციაა, რომ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. უკრაინა გარანტად მოიაზრებს დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, თურქეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს.
საომარი მოქმედებების პარალელურად, კიევმა და მოსკოვმა მოლაპარაკებები 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ ის ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს. უკრაინისადმი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის ნეიტრალიტეტია.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". ომის დასრულების წინაპირობად რუსეთი უკრაინის ნეიტალიტეტს ისევ ასახელებს. ნატო–ს ქოლგის მსჯავსი უსაფრთოების გარანტიების მიღების სანაცვლოდ, უკრაინის ხელისუფლება მზადაა, ეს საკითხი სახალხო რეფერენდუმზე გაიტანოს.რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.


