Accentnews.ge
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი თბილისში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი თბილისში ჩამოასვენეს

31/03/2022 05:08:22 საზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი თბილისში ჩამოასვენეს.

აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, უბრალო მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

დავით გობეჯიშვილი საქართველოს რიგით მეოთხე მოქალაქეა, რომელიც უკრაინის ომში ოკუპანტებმა მოკლეს.

17 მარტს ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. 20 მარტს მარიუპოლში ბახვა ჩიქობავა მოკლეს.

ბერიაშვილი და რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს და 26 მარტს სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს.

ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება მარიუპოლის ალყის გამო ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S