Accentnews.ge
აშშ-ის დაზვერვა: მრჩევლები პუტინს სიმართლეს უმალავენ

აშშ-ის დაზვერვა: მრჩევლები პუტინს სიმართლეს უმალავენ

30/03/2022 21:46:25 მსოფლიო

ამერიკული დაზვერვის შეფასებით, მრჩევლები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უმალავენ სიმართლეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში რუსული ჯარის რეალური მიღწევების თაობაზე, - იუწყება "Associated Press" აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მისივე ინფორმაციით, პუტინს უმალავენ, კერძოდ, ომში ახალწვეულთა მონაწილეობისა და დაღუპვის ფაქტებს.

  • პუტინს არაერთხელ განუცხადებია, რომ "სპეცოპერაციაში მხოლოდ საკონტრაქტო საფუძველზე მომსახურეები მონაწილეობენ". შემდგომში თავდაცვის სამინისტროს ომში ახალწვეულთა მონაწილეობისა და ტყვედ ჩავარდნის შემთხვევების აღიარება მოუწია, თუმცა როგორც უწყება ირწმუნებოდა, ყველა მათგანი უკვე გაყვანილი იყო საბრძოლო მოქმედებების ზონიდან რუსეთში.

გარდა ამისა, ამერიკელი ჩინოსნის განცხადებით, პუტინს უმალავენ იმ ზარალის მასშტაბებსაც, რომელიც რუსეთის ეკონომიკას დასავლური სანქციების პირობებში ადგება.

"გარემოცვას პუტინისთვის სიმართლის გამხელის ეშინია. თუმცა თავად რუსეთის ლიდერი გრძნობს, რომ სამხედროები მას ფრონტზე შექმნილ პრობლემებს უმალავენ. ამან უკვე გამოიწვია დაძაბულობა პრეზიდენტსა და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის" - ამბობს "Associated Press"-ის წყარო.

კრემლი ამ ინფორმაციას ჯერ არ გამოჰხმაურებია.

იხილეთ ასევე: რატომ გაჰყავს რუსეთს უკრაინიდან ჯარი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომენტიდან პუტინი საზოგადოების წინაშე ძალზე იშვიათად ჩნდება. საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მან მხოლოდ რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ "ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის".

იხილეთ ასევე: რუსი სამხედროების ნაწილი უკრაინიდან ცხინვალის რეგიონში დაბრუნდა

უკრაინაში ომი უკვე თვეზე მეტია, გრძელდება. რუსეთი უზარმაზარ დანაკარგებს განიცდის როგორც ცოცხალი ძალის, ისე შეიარაღების კუთხით. ომის პირველ ფაზაში ფაქტობრივი კონვექციური მარცხის გამო კიევის მიმართულებიდან ჯარი გაიყვანეს: ნაწილი სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებაზე გადაისროლეს, ნაწილი კი რუსეთში დააბრუნეს. თვის განმავლობაში რუსულმა არმიამ ხერსონის გარდა, ვერც ერთ საოლქო ცენტრზე ვერ დაამყარა კონტროლი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S