Accentnews.ge
გერმანია უკრაინას იარაღის გრძელ სიას შესთავაზებს - Spiegel

გერმანია უკრაინას იარაღის გრძელ სიას შესთავაზებს - Spiegel

30/03/2022 20:59:57 ევროპა

გერმანიის მთავრობას სურს უკრაინას, რაც შეიძლება, მალე შესთავაზოს დამატებითი შეიარაღების სისტემები,– იუწყება Spiegel.

გამოცემის ცნობით, სამშაბათს შესაბამისი დეპარტამენტების სახელმწიფო მდივნების ჯგუფი შეთანხმდა, რომ უახლოეს დღეებში კიევის მთავრობას შესთავაზონ იარაღის სხვადასხვა სისტემების სია. ამის შემდეგ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელი იარაღის გამოყენება შეუძლია საუკეთესოდ.

გამოცემა წერს, რომ ომის დაწყებიდან მალევე, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის იარაღის ინდუსტრიას ჰკითხა, რა იარაღის სისტემების მიწოდება შეიძლებოდა უმოკლეს დროში.

ხოლო უკუკავშირის საფუძველზე სამინისტრომ შეადგინა სია, რომელიც 200-ზე მეტ დასახელებას მოიცავს. მასში ფიგურირებს იარაღის თითქმის ყველა ცნობილი გერმანული მწარმოებელი, ასევე მცირე, რომელთაც უკრაინისთვის სწრაფად მიწოდება სურთ და შეუძლიათ ამის გაკეთება. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იდეაში ახალი ისაა, რომ დაგეგმილია მიწოდება არა თავდაცვის სამინისტროს საწყობებში არსებული იარაღის, არამედ ახლად წარმოებულის, რომელიც შეიძლება, პირდაპირ უკრაინაში გაიგზავნოს.

ჯერ–ჯერობით უცნობია, როგორ დასრულდება გარიგებები. ევროკავშირმა დაადგინა 1 მილიარდი ევროს ბიუჯეტი, საიდანაც წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, დააფინანსონ უკრაინას იარაღის მიწოდება. თუმცა, გერმანიას ევროკავშირის სახსრები ჯერ არ გამოუყენებია.

„ახალი სია ცხადყოფს, რომ თითქმის ყველა შეშფოთება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით გაქრა: დიდი რაოდენობით დამცავი საშუალებების გარდა ასევე არის მძიმე სამხედრო აღჭურვილობა, როგორიცაა ნაღმტყორცნები ან მძიმე იარაღი, როგორიცაა GAM B01 Rheinmetall-ისგან. ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური მასალები. მაგალითად, Thales სთავაზობს Squire-ის სახმელეთო რადარის სისტემების მიწოდებას. ასევე შესაძლებელი იქნება ათასობით ღამის ხედვის მოწყობილობის, ტყვიაგაუმტარი ჟილეტების, ჩაფხუტების, თანამედროვე დრონების მიწოდება.ზოგადად, სიაში შედის 308 მილიონი ევროს ღირებულების იარაღის შესაძლო გადაზიდვები. ნახევარზე მეტი არის სადაზვერვო მოწყობილობა“,– აღნიშნავს გამოცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S