Accentnews.ge
გერმანიაში „გაზპრომის“ ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა - მედია

გერმანიაში „გაზპრომის“ ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა - მედია

30/03/2022 18:53:13 ევროპა

ევროკავშირის წარმომადგენლებმა რუსული „გაზპრომის“ გერმანულ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება რუსული სახელმწიფო კომპანიის როლს ევროპაში გაზის ფასის რეკორდულ ზრდაში,– იუწყება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ოფიციალური პირები იმ კომპანიების ოფისებს ეწვივნენ (Gazprom Germania GmbH-სა და Wingas GmbH-ს), რომლებიც გერმანული ბაზრის დაახლოებით 20%-ს უზრუნველყოფენ. ხოლო ჩხრეკა ევროპაში გააქტიურებული გამოძიების ფონზე მოხდა – გამოიწვია თუ არა „გაზპრომის“ ქცევამ გაზის ფასების მკვეთრი ზრდა და რეგიონში ენერგეტიკული კრიზისის გამწვავება.

მანამდე კრემლმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ აპრილიდან გაზის საფასური „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ უნდა გადაიხადონ რუბლში.

საპასუხოდ გერმანიამ და G7–ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ეს კონტრაქტის პირობებს სცდება და რომ ეს მათთვის მიუღებელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S