Accentnews.ge
"ვლადიმირ პუტინის კრემლიდან წასვლა გაერთიანებული სამეფოს მიზანი არ არის, სანქციები უნდა გაგრძელდეს"

"ვლადიმირ პუტინის კრემლიდან წასვლა გაერთიანებული სამეფოს მიზანი არ არის, სანქციები უნდა გაგრძელდეს"

30/03/2022 18:35:01 ევროპა

ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებიდან გადაყენება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თემთა პალატაში განაცხადა.

კანონმდებლებმა მას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა, რომ საბოლოო შედეგი არა მხოლოდ უკრაინიდან რუსების გასვლა, არამედ კრემლიდან პუტინის წასვლაა.

„სრულიად გასაგებია, რომ ეს არ არის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანი. ჩვენ უბრალოდ მივისწრაფვით დახმარებისკენ, რათა დავიცვათ უკრაინელი ხალხი, დავიცვათ ისინი სრულიად ბარბაროსული და უსაფუძვლო ძალადობისგან. სწორედ ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა საპასუხოდ ჯონსონმა.

მისივე აზრით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მკაცრდებოდეს, ვიდრე უკრაინას რუსული ძალები სრულად არ დატოვებენ:

„მე არ ვფიქრობ, რომ თქვენ დიდი შვიდეულისგან სანქციების მარტივად მოხსნას მოელით, რადგან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება მოქნილი პროგრამით, ვიდრე მისი ჯარი უკრაინიდან არ გავა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S