
სლოვაკეთი 35 რუს დიპლომატს აძევებს
30/03/2022 16:35:40 ევროპა
სლოვაკეთი ქვეყანაში რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობას 35 ადამიანით ამცირებს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებაში დაიბარეს რუსეთის ელჩი და გადასცეს დიპლომატიური ნოტა, რომლითაც აცნობეს სლოვაკეთის გადაწყვეტილების შესახებ, ბრატისლავაში რუსეთის საელჩოს პერსონალის 35 კაცით შემცირების თაობაზე.
„ეს ნაბიჯი არის აუცილებელი პასუხი რუსეთის საელჩოს თანამშრომლების მუდმივ საქმიანობაზე, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, სლოვაკეთის რესპუბლიკის ინტერესებს და რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორობის განვითარების მცდელობებს. ამ კონტექსტში ჩვენ ვწუხვართ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსი დიპლომატების წინა გაძევების შემდეგ რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ არ გამოავლინა ინტერესი ჩვენს ტერიტორიაზე სწორი მუშაობის მიმართ“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.