Accentnews.ge
პოდოლიაკი სტამბოლის მოლაპარაკებებს აჯამებს

პოდოლიაკი სტამბოლის მოლაპარაკებებს აჯამებს

30/03/2022 15:19:31 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საუბრობს იმ საკითხებზე, რაც მისი თქმით, გუშინ თურქეთში რუსეთთან მოლაპარაკებებისას განიხილეს.

პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის მოთხოვნაა, მიიღოს სამართლებრივი გარანტიები უსაფრთხოების ახალი მოდელის შესახებ, რომელიც NATO-ს მე-5 (კოლექტიური თავდაცვის შესახებ) მუხლის ანალოგიური იქნება.

პოდოლიაკი ასევე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების განრიგს ყირიმის საკითხიც დაემატა.

"სტამბოლის შეჯამება: სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების ახალ კონტურებს ქმნის (NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიური). ყირიმის საკითხი მოლაპარაკებების განრიგში ბრუნდება. დასტური უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიცოცხლისუნარიანობაზე. უსაფრთხოების გლობალური პრინციპებისა და ინსტიტუციების როლის გადახედვა იწყება“ - წერს მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S