Accentnews.ge
„პუტინი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღარ ენდობა“ – CNN

„პუტინი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღარ ენდობა“ – CNN

30/03/2022 15:06:21 მსოფლიო

შეერთებული შტატები თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საკუთარი მრჩევლები არასწორ ინფორმაციას აწვდიან უკრაინაში რუსული არმიის მოქმედებასა და ქვეყნის ეკონომიკაზე სანქციების გავლენის თაობაზე,– იუწყება CNN ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

„ვთვლით, რომ პუტინს მისი მრჩევლები დეზინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ რამდენად ცუდად მუშაობენ რუსი სამხედროები უკრაინაში და როგორ ანგრევს სანქციები რუსეთის ეკონომიკას, რადგან მათ ძალიან ეშინიათ მისთვის სიმართლის თქმის“, - უთხრა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ შეფასება ამრიკის დაზვერვის დასკვნებს ეფუძნება.

მისივე თქმით, ამერიკას აქვს ინფორმაცია, რომ დეზინფორმაციის შესახებ პუტინისთვის ცნობილი გახდა, რამას მასა და რუსეთის თავდაცვის მაღალჩონისნებს შორის უთანხმოება მოჰყვა.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინმა იგრძნო, რომ რუსმა სამხედროებმა შეცდომაში შეიყვანეს. ახლა პუტინსა და (თავდაცვის სამინისტროს) შორის მუდმივი დაძაბულობაა, რაც გამოწვეულია პუტინის უნდობლობით თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ", - თქვა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ერთ–ერთ მაგალითად მან ის გარემოება მოიყვანა, რომ პუტინმა არ იცოდა უკრაინაში წვევამდელების გაგზავნისა და დაღუპვის თაობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S