Accentnews.ge
უკრაინის ომბუდსმენის ინფორმაციით, მარიუპოლში დაიბომბა "წითელი ჯვრის" შენობა

უკრაინის ომბუდსმენის ინფორმაციით, მარიუპოლში დაიბომბა "წითელი ჯვრის" შენობა

30/03/2022 14:07:34 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას თქმით, ალყაშემორტყმულ მარიუპოლში რუსეთის საავიაციო და საარტილერიო იერიშების შედეგად დაზიანდა "წითელი ჯვრის" შენობა.

მისი ინფორმაციით, შენობას ცეცხლი გაუხსნეს მიუხედავად იმისა, რომ მის სახურავზე „წითელი ჯვრის“ სიმბოლოა გამოსახული. საერთაშორისო მასშტაბით ითვლება, რომ ამ სიმბოლოთი აღინიშნება შენობები, სადაც დაჭრილები ან ავადმყოფები ჰყავთ. ამავე სიმბოლოთი აღნიშნავენ სამოქალაქო და ჰუმანიტარულ ტვირთს ისე, რომ ის ჰაერიდან იყოს შესამჩნევი.

„წითელი ჯვრის“ შენობასთან დაკავშირებული ინციდენტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ დამოუკიდებელ წყაროებს.

„ეს რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მიხედვით“, - დაწერა დენოსოვამ და დასძინა, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

„მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, დაგმოს ოკუპანტი ქვეყნის ბარბაროსული ქმედებები, „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შენობის დაბომბვა და ზომები მიიღოს უკრაინის ტერიტორიაზე სისხლიანი ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად“, - დასძინა ომბუდსმენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S