ლარი გამყარებას განაგრძობს
30/03/2022 13:18:01 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 მარტს ერთი ამერიკული დოლარი 3.1013 ლარი ეღირება, ევრო – 3.4496 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0732 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1354 ლარი ღირდა, ევრო – 3.4652 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.1074 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


