Accentnews.ge
არახამიამ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების პირობა დაასახელა

არახამიამ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების პირობა დაასახელა

30/03/2022 12:37:09 მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების პირობა დაასახელა.

"რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია ერთი პირობით: თუ რუსეთის საოკუპაციო ჯარი 23 თებერვლისთვის დაკავებულ პოზიციებს დაუბრუნდება", - განუცხადა ჟურნალისტებს არახამიამ.

ცნობისთვის: 29 მარტს სტამბოლში მოლაპარაკებისას უკრაინამ რუსეთს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებები წარუდგინა. კიევის პოზიციაა, რომ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. უკრაინა გარანტად მოიაზრებს დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, თურქეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს.

საომარი მოქმედებების პარალელურად, კიევმა და მოსკოვმა მოლაპარაკებები 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ ის ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს. უკრაინისადმი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის ნეიტრალიტეტია.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S