Accentnews.ge
გაერო – ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

გაერო – ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

30/03/2022 10:17:46 მსოფლიო

ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტია. ამის შესახებ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა.

გაერო–ს მონაცემებით, მათგან 2,3 მილიონი ადამიანი გადავიდა პოლონეთში, 608 ათასზე მეტი - რუმინეთში, 387 ათასი - მოლდოვაში, 365 ათასი - უნგრეთში.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ომის დაწყების შემდეგ ჯამში 10 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა, რომ საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს.

25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს. რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S