Accentnews.ge
ისრაელში შეიარაღებულ თავდასხმას, მათ შორის 2 უკრაინელი ემსხვერპლა

ისრაელში შეიარაღებულ თავდასხმას, მათ შორის 2 უკრაინელი ემსხვერპლა

30/03/2022 09:06:54 მსოფლიო

თელ-ავივთან მდებარე ქალაქ ბნეი ბრაკში 29 მარტს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას მოკლული 5 ადამიანიდან 2 უკრაინელი იყო. ინფორმაციას ისრაელში უკრაინის საელჩო ადასტურებს.

დიპლომატიური უწყება სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.

ისრაელის მედიასაშუალებები პოლიციაზე დაყრდნობით წერენ, რომ ტერაქტისას დაიღუპნენ 23 და 32 წლის უკრაინელები, რომლებიც თავდასხმის ადგილას, სასურსათო მაღაზიის შესასვლელთან ისხდნენ. მაღაზიასთან ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. პოლიციელებმა თავდამსხმელი მოკლეს. იგი 26 წლის პალესტინელი იყო. ქვეყნის მთავრობამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S