Accentnews.ge
ნატო–ს მოკავშირე ძალების მთავარსარდლის ყოფილი მოადგილე: "ვიდრე პუტინი კრემლშია, ევროპაში მშვიდობა არ იქნება"

ნატო–ს მოკავშირე ძალების მთავარსარდლის ყოფილი მოადგილე: "ვიდრე პუტინი კრემლშია, ევროპაში მშვიდობა არ იქნება"

30/03/2022 08:38:59 მსოფლიო

ევროპაში ნატო–ს მოკავშირე ძალების მთავარსარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალი რიჩარდ შირეფი რუსეთის პრეზიდენტ ვალდიმირ პუტინს "სისხლიან ავტოკრატს" უწოდებს.

"ვიდრე პუტინი კრემლშია, ევროპაში მშვიდობა არ იქნება", – აცხადებს შირეფი.

მისი თქმით, არ სჯერა მოსკოვის დაპირების, რომ კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ძალებს გაიყვანს.

იგი არ გამორიცხავს, რომ კიევთან რუსული ძალების გადაადგილება ქვეყნის სხვა მხარეში რუსული ძალის კონცენტრაციას უკავშირდებოდეს.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს.

25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს. რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S