Accentnews.ge
პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანის საფასური თითქმის გასამმაგდა

პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანის საფასური თითქმის გასამმაგდა

30/03/2022 07:49:11 საზოგადოება

თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება შედის.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს.

ცვლილება ძალაში 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №22.444.485 საფუძველზე შევა.

დღემდე სპეციალურ დაცულ სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის ხარჯები 60 ლარს, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი 10 ლარს შეადგენდა,

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S