კანადის პარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა
30/03/2022 06:10:48 მსოფლიო
კანადის პარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
უკრაინასთან დაკავშირებით ანგარიში კანადის პარლამენტის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა წარადგინა.
დეპუტატები მთავრობას მიმართავენ, მხარი დაუჭირონ უკრაინას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
კანადა შეუერთდა უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. 15 მარტს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კანადის პარლამენტს მიმართა და უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდა.


