Accentnews.ge
"არც კი წამოჭრათ საკითხი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და მოხსნაზე"

"არც კი წამოჭრათ საკითხი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და მოხსნაზე"

30/03/2022 05:48:44 მსოფლიო

"მოვუწოდებ ნებისმიერ ქვეყანას, არც კი წამოჭრას საკითხი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და მოხსნაზე", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ეს საკითხი არც კი განიხილება სანამ ეს ომი არ დასრულდება, ვიდრე არ დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და სამართლიანობას არ აღვადგენთ. მანამდე კი სანქციები ყოველკვირეულად უნდა გამკაცრდეს და არამხოლოდ იმისთვის, რომ სანქცია სანქციისთვის იყოს. შეზღუდვები მშვიდობის დამყარების მიზნით უნდა დაწესდეს", – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს.

25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს. რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S