პოლონეთის მინისტრთა კაბინეტმა რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვაზე კანონი დაამტკიცა
29/03/2022 20:21:14 მსოფლიო
პოლონეთის მთავრობამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსული ქვანახშირის იმპორტს. ამის შესახებ სამშაბათს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა განაცხადა.
"ჩვენ აღარ გვინდა, რომ იმპორტი შესაძლებელი იყოს, თუმცა გვესმის, არსებობს რისკი, რაც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ევროკავშირს დღემდე არ დაუმტკიცებია მსგავსი ქმედებები", - განუცხადა პიოტრ მიულერმა ვარშავაში ჟურნალისტებს.
ევროკავშირში სანქციები, როგორც წესი, შეთანხმებული უნდა იყოს მთელი სავაჭრო ბლოკის მიერ და ბრიუსელს ცალმხრივად მოქმედი ქვეყნების დასჯა შეუძლია.


