"უკრაინელებმა უკვე ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტული შედეგის ნდობა შეიძლება"
29/03/2022 20:06:46 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებიდან სიგნალი პოზიტიურია, თუმცა მხოლოდ კონკრეტული შედეგის ნდობა შეიძლება.
"სიგნალებს, რომლებიც მოლაპარაკების ადგილიდან მოდის, შეიძლება ეწოდოს დადებითი. მაგრამ ეს სიგნალები არ ახშობს რუსული ჭურვების აფეთქებებს. ცხადია, ჩვენ ყველა ვხედავთ რისკებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ვენდოთ სიტყვებს, იმ სახელმწიფო წარმომადგენლებისგან, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი განადგურებისთვის. უკრაინელები გულუბრყვილო ხალხი არ არიან. უკრაინელებმა ამ 34 დღის განმავლობაში და დონბასში ომის ბოლო რვა წლის განმავლობაში, უკვე ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტული შედეგის ნდობა შეიძლება",-განაცხადა ზელენსკიმ.
სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართა. უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ამბობს, რომ დღეს "ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია" მიღწეული.


