პენტაგონი: "კიევთან რუსული ჯარების გადაადგილება სავარაუდოდ, გადაჯგუფებას უკავშირდება და არა ტერიტორიიდან რეალურად გასვლას"
29/03/2022 19:59:11 მსოფლიო
პენტაგონში აცხადებენ, რომ კიევთან რუსული ჯარების გადაადგილება სავარაუდოდ, გადაჯგუფებას უკავშირდება და არა ტერიტორიიდან რეალურად გასვლას.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გადაადგილება და არა რეალური გაყვანა. ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ, თვალყური ვადევნოთ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე მთავარ შეტევას. ეს არ ნიშნავს, რომ კიევისთვის საფრთხე დასრულდა. არავინ უნდა მოვიტყუოთ თავი კრემლის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომ ის მოულოდნელად შეამცირებს სამხედრო თავდასხმებს კიევის მახლობლად, ან რაიმე ცნობებით, რომ ის მთელი ძალების გაყვანას აპირებს", – განაცხადა პენტაგონის პრეს–მდივანმა ჯონ კირბიმ და დასძინა, რომ "რუსეთი კიევზე ავიაიერიშებს დღესაც კი აგრძელებს".
მისი თქმით, "რუსული ძალები „უფრო ჩრდილოეთისკენ მიიწევენ, მაგრამ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ სად იქნება მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი".
დღეს რუსეთმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ძალების გაყვანის თაობაზე განაცხადა.


