ბაიდენი – კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ძალების გაყვანის თაობაზე რუსეთის განცხადებაზე: "ვნახავთ, თუ შეასრულებენ სიტყვას"
29/03/2022 18:31:27 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიენტი ჯო ბაიდენი კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ძალების გაყვანის თაობაზე რუსეთის განცხადებას გამოეხმაურა.
”ჩვენ ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც ამბობენ", – განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საკითხი განიხილა:
"ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ –მინისტრ მარიო დრაგის და ბრიტანეთის პრემიერ– მინისტრ ბორის ჯონსონს. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, გავაგრძელოთ ფასის გაზრდა რუსეთისთვის და ასევე გავაგრძელოთ უკრაინისთვის დახმარების გაწევა".


