"ვესაუბრე მაკრონს, შოლცს, დრაგის და ჯონსონს და დავადასტურეთ, ერთგულება გავაგრძელოთ ფასის გაზრდა რუსეთისთვის და დახმარება უკარინისთვის"
29/03/2022 18:26:08 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საკითხი განიხილა.
"ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ –მინისტრ მარიო დრაგის და ბრიტანეთის პრემიერ– მინისტრ ბორის ჯონსონს. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, გავაგრძელოთ ფასის გაზრდა რუსეთისთვის და ასევე გავაგრძელოთ უკრაინისთვის დახმარების გაწევა", – განაცხადა ბაიდენმა.


