Accentnews.ge
მარიუპოლის მერი: "ოკუპანტებმა სამშობიაროდან 70-ზე მეტი ადამიანი რუსეთში გაიტაცეს"

მარიუპოლის მერი: "ოკუპანტებმა სამშობიაროდან 70-ზე მეტი ადამიანი რუსეთში გაიტაცეს"

29/03/2022 17:52:37 მსოფლიო

მარიუპოლის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალყაშიმოქცეული ქალაქის მარცხენა ერთ–ერთი სამშობიაროდან იძულებით გამოიყვანეს 70-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და პაციენტები.

"რუსეთი არღვევს ადამიანის ყველა შესაძლო საერთაშორისო უფლებას. ეს შეიძლება შევადაროთ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური ჯარების ქმედებებს. მაგრამ ჩვენ არ დავტოვებთ მარიუპოლის მცხოვრებს, რომელიც ნების საწინააღმდეგოდ რუსეთში იქნა დეპორტირებული. ჩვენ ვქმნით ქალაქის დეპორტირებულთა ბაზას და ვავითარებთ თანამემამულეთა დაბრუნების ეფექტურ მექანიზმს. ეს არის დიდი სამუშაო, რომელსაც ჩვენ დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის პავლო კირილენკოს ხელმძღვანელობით ვასრულებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხი დავბრუნდეთ სახლში", - განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.

მისი ცნობით, მანამდე, რუსმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით 600 ადამიანი გაიტაცეს ქალაქის #1 საავადმყოფოდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S