Accentnews.ge
საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი: "პუტინმა მაკრონს განუცხადა, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული მისიის განხორციელება ამ ეტაპზე შეუძლებელია"

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი: "პუტინმა მაკრონს განუცხადა, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული მისიის განხორციელება ამ ეტაპზე შეუძლებელია"

29/03/2022 17:35:18 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონს შორის დღეს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ პარიზში აცხადებენ, რომ პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული მისიის განხორციელება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, მაკრონმა პუტინისგან მიიღო პასუხი, რომ ჰუმანიტარული მისიის საკითხზე სამომავლოდ დაფიქრდება.

თავის მხრივ, ორი ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია კრემლმაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ მხარეებმა, მათ შორის ევროკავშირის მიერ რუსული გაზის რუბლით ყიდვის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილებაც განიხილეს.

26 მარტს მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი თურქეთთან და საბერძნეთთან თანამშრომლობით ემზადება „ჰუმანიტარული ოპერაციის“ ჩასატარებლად იმ სამოქალაქო პირების ევაკუაციის მიზნით, რომლებიც დარჩენილი არიან რუსეთის არმიის ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში, აღმოსავლეთ უკრაინაში. საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ქალაქში დარჩენილია დაახლოებით 150 ათასამდე ადამიანი. ქალაქის ომამდელი მოსახლეობა 400 ათასზე მეტს შეადგენდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S