Accentnews.ge
ირლანდია, ბელგია, ჩეხეთი, ნიდერლანდი რუს დიპლომატებს აძევებენ

ირლანდია, ბელგია, ჩეხეთი, ნიდერლანდი რუს დიპლომატებს აძევებენ

29/03/2022 16:18:57 მსოფლიო

ირლანდიამ რუსეთის ფედერაციის საელჩოს ოთხს მაღალი რანგის დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიპლომატები უწყებაში დაიბარეს, რათა ეცნობებინათ, რომ მათი საქმიანობა „არ შეეფერება დიპლომატიურ სტანდარტებს“.

იმავდროულად, ბელგიამ განაცხადა, რომ ჯაშუშობაში ეჭვის გამო აძევებს 21 რუს დიპლომატს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფი ვილმესმა გააკეთა.

გარდა ამისა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ განაცხადა, "ევროკავშირში რუსული დაზვერვის ყოფნის შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში“.

ამასტან, ნიდერლანდმა 17 რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე განაცხადა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აძევებენ "მზვერავებს, რომლებიც მივლინებულნი არიან ნიდერლანდში რუსეთის მისიებში დიპლომატიური საფარველით" და წარმოადგენენ საფრთხეს ნიდერლანდის უსაფრთხოებისთვის.

უკრაინაში ომის ფონზე დასავლეთის მრავალმა სახელმწიფომ დაატოვებინა რუს დიპლომატებს ქვეყანა. რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S