Accentnews.ge
"ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ არის საკმარისი სანქციების მოხსნისთვის"

"ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ არის საკმარისი სანქციების მოხსნისთვის"

29/03/2022 16:13:57 მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იქნება საკმარისი ბრიტანეთის სანქციების მოხსნისთვის.

"პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს სანქციების მოხსნის მიზეზი. ბრიტანეთს სურს, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალები სრულად გაიყვანონ. ბრიტანეთი რუსეთს მისი ქმედებებით განსჯის და არა სიტყვებით", -განაცხადა ჯონსონის პრეს–სპიკერმა.

მისი თქმით, "პუტინზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს, როგორც შემდგომი ეკონომიკური ზომების, ასევე სამხედრო დახმარების გაწევის გზით, რათა უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის კურსის სრული ცვლილება".

სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.

უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ამბობს, რომ დღეს "ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია" მიღწეული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S