"აშშ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი სერიოზულია უკრაინასთან მოლაპარაკებებში"
29/03/2022 15:16:27 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები "ეფექტურად წინ მიიწევს", რადგანაც აშშ რუსეთის მხრიდან "რეალური სერიოზულობის ნიშნებს" ვერ ხედავს.
მისი თქმით, რუსეთის განცხადება საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ შესაძლოა იყოს "საშუალება, რომლის დახმარებითაც რუსეთი კვლავ ეცდება მოატყუოს ხალხი, იფიქრონ, რომ ის არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა".
"თუ მათ რაღაცნაირად სჯერათ, "მხოლოდ" უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთი ნაწილების დამორჩილების მცდელობამ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს, ისინი მორიგ ჯერზე იტყუებენ საკუთარ თავს", - განაცხადა ბაიდენმა.
სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.
უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ამბობს, რომ დღეს "ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია" მიღწეული.


