Accentnews.ge
ევროპარლამენტი ქართველ ახალგაზრდებს მასპინძლობს

ევროპარლამენტი ქართველ ახალგაზრდებს მასპინძლობს

29/03/2022 13:49:14 პოლიტიკა, რეკლამა

ქართველი მოსწავლეები და სტუდენტები, მსოფლიოში არსებულ გლობალურ გამოწვევებზე სასაუბროდ და პროფესიული გამოცდილების ასამაღლებლად ბრიუსელში იმყოფებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების, „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების“ „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ ორგანიზებით და ევროპარლამენტარ რომან შტრასეს უშუალო მოწვევით, ბელგიას ქართული დელეგაცია სტუმრობს.

ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებმა დაათვალიერეს გამოფენა, რომელიც უკრაინელ ხალხს მიეძღვნა, და წარმოადგინეს თავიანთი ხედვები, როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე სამეცნიერო კუთხით.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი თეონა ლავრელაშვილი აცხადებს:

„ჩვენ გვჭირდება ახალი მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე; ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები არ არის საკმარისი, საზოგადოების ყველა ფენის, ყველა ასაკობრივი ჯგუფის ჩართულობა, აუცილებელია. დღეს მე მასპინძელი ვარ, მაგრამ არა, როგორც ბელგიაში მცხოვრები მკვლევარი, არამედ, როგორც ქართველი, რომლის პირადი ინტერესიც გახლავთ, ქართველი მოზარდების, ახალი თაობის ჩართულობა, ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის კუთხით".

ა/ო საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები, მელიტა ჩხაიძე აცხადებს:

„ბრიუსელში ჩვენი საერთო ტკივილით ჩამოვედით; ქვეყნის ოცი პროცენტი ოკუპირებულია, პუტინიზმი კვლავ ილაშქრებს კაცობრიობის წინააღმდეგ, ამჯერად უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. დღევანდელმა შეხვედრამ დიდი მოლოდინები გაგვვიჩინა, იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო პოლიტიკის შემქმნელები არ აპირებენ, არც უკრაინის, არც მოლდოვას და არც საქართველოს მიტოვებას, რუსეთის იმპერიალისტური მანქანის პირისპირ. ევროპა ჩვენს გვერდზეა".

ღონისძიების ფინალურ ნაწილში, ქართულმა დელეგაციამ, მასპინძელ ევროპარლამენტარებს რასა იუკნევიჩიენს და რომან შტრასეს, ქართული ღვინო და ხელნაკეთი ნივთები უსახსოვრეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S