ჩავუშოღლუ: "უკრაინასა და რუსეთს შორის დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული"
29/03/2022 13:11:28 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.
მისი თქმით, ზოგიერთ საკითხზე მიღწეული იქნა კონსენსუსი.
"ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს. ზოგიერთ საკითხზე მიღწეული იქნა კონსენსუსი და ურთიერთგაგება. დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო რთული საკითხები უფრო მაღალ დონეზე განიხილება. დღის წესრიგში ჯერ მინისტრების, შემდეგ კი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაა“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.


