Accentnews.ge
მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, რომ ყირიმისა და დონბასის საკითხები ცალ-ცალკე განიხილონ

მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, რომ ყირიმისა და დონბასის საკითხები ცალ-ცალკე განიხილონ

29/03/2022 13:00:22 მსოფლიო

დღეს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყირიმისა და დონბასის საკითხები ცალ-ცალკე განიხილონ.

კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე მოლაპარაკებები 15 წლის განმავლობაში გაგრძელდება, მხარეები უარს ამბობენ ამ საკითხის შეიარაღებული გზით გადაჭრაზე. ამასთან, ლუგანსკისა და დონეცკის სტატუსი გამოტანილია ცალკე პუნქტად და ის შესაძლებელია ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პირად შეხვედრაზე განიხილონ;

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 მარტს განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს ყირიმის სამხედრო გზით წაღებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S