Accentnews.ge
პოდოლიაკი რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ: "მთავარი არის შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებით"

პოდოლიაკი რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ: "მთავარი არის შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებით"

29/03/2022 11:47:00 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებისას რამდენიმე საკითხზე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებისა და ცეცხლი შეწყვეტის თემები:

"მთავარი არის შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებით და მხოლოდ ამ შეთანხმებით არის შესაძლებელი ომის დასრულება იმგვარად, როგორც ეს უკრაინას სურს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა ჩვენ შევძლოთ ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა".

ამასთან, მისი თქმით, სადღეიოსოდ პრობლემას წარმოადგენს "ზიზღის ესკალაცია, ომის წარმოებისა და წესების დარღვევის ესკალაცია":

"ეს ხდება არა მხოლოდ საბრძოლო ველზე. პირდაპირ ეთერში ხანდახან ისმის მოწოდებები, რომ ესა თუ ის ნაცია უნდა განადგურდეს, რასაც მივყავართ კონფლიქტამდე და ხდება ვიდეოგადაღება, როგორ ირღვევა ჟენევის კონვენცია სამხედრო მოსამსახურეების მისამართით“.

თავის მხრივ, უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკმა აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარესთან გრძელდება კონსულტაციები და იმედოვნებს, რამდენიმე საათში გააკეთებენ განცხადებას მოლაპარაკების შედეგებთან დაკავშირებით.

უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური დელეგაციების მოლაპარაკებები თურქეთის ქალაქ სტამბოლში დღეს გიამართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S